“წინა ხელისუფლების დროს ზეწოლა არც ერთ ეტაპზე არ მიგვრძნია” – მოსამართლეობის კანდიდატი

“იმედს ვიტოვებ, რომ ეს პარლამენტი მაინც შეძლებს იმ ხარვეზების აღმოფხვრას სისხლის სამართალში, რაც დღემდე რჩება და ხელს უშლის მოსამართლეს” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

ნინო ქადაგიძის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, მასზე ზეწოლა არ ყოფილა. მისი თქმით, დღეს სასამართლო სისტემა, ინსტიტუციურად თავისუფალია.

“წინა ხელისუფლების დროს ზეწოლა არც ერთ ეტაპზე არ მიგვრძნია, ყოველთვის მქონდა შესაძლებლობა, ჩემი პრინციპები ისე გამეტანა, როგორც საჭიროდ მივიჩნევდი. მარტივი არ არის, პასუხი გასცე კითხვას, სისტემაზე ზეწოლა არის თუ არა. ჩემი მოსაზრებით, ვიტყვით, რომ სასამართლო თავისუფალია ინსტიტუციურად“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მსგავსი თემები