წითელა გრძელდება, მიზეზი ვაქცინაციის კლებაა – პაატა იმნაძე

​​დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე აცხადებს, რომ წითელა გრძელდება და ჯერჯერობით არ ჩერდება, მიზეზი ვაქცინაციის კლებაა.

როგორც პაატა იმნაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, წითელაზე დამატებით 113 ათასი ადამიანი აიცრა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. 

“წლის დასაწყისიდან თვეში წითელას 1000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 300-ზე მეტი ერთ წლამდე ბავშვია. ახალშობილის შემთხვევაში დაავადება შესაძლოა, მძიმედ განვითარდეს, იმიტომ, რომ დედა არ იყო იმუნური, როცა ბავშვი დაიბადა მას არ ჰქონდა დედისგან თანდაყოლილი იმუნიტეტი იმისთვის, რომ აცრამდე დაეცვა ბავშვი დედიდან გადასულ ანტისხეულებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ქალბატონებს, დაორსულებამდე აიცრან წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინით, რომ შემდეგ ბავშვი წყნარად მშვიდად დაიბადება და მიაღწევს იმ ასაკამდე, როდესაც მას გეგმიური აცრა მოუწევს. ვისაც ოჯახში ჰყავს წლამდე ასაკის ბავშვები და არ არიან იმუნურები, დედა იქნება თუ ბაბუა, რომ არ მიუტანონ ბავშვს წითელას ვირუსი, ისინი უნდა აიცრან”, – აცხადებს პაატა იმნაძე.  

მსგავსი თემები