“წელს ნატო-ს სტანდარტების რამდენიმე ასეული ახალი სპეცტექნიკის შეძენას ვგეგმავთ” – ირაკლი ღარიბაშვილი

წელს ვგეგმავთ ნატო-ს სტანდარტების რამდენიმე ასეული ახალი სპეცტექნიკის შეძენას და არსებულის ჩანაცვლებას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალებში მიმდინარე სიახლეებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს, თუმცა ამ პროცესში გარკვეული ტექნიკური პრობლემებიც გამოიკვეთა.

„ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რომელსაც ამ წელს ვაგვარებთ, იქნება ტექნიკის განახლება და გადახალისება. კერძოდ, ვაპირებთ რამდენიმე ასეული ახალი სპეცტექნიკის შეძენას – ნატო-ს სტანდარტების, ევროპული ბრენდების შეძენას და ჩანაცვლებას, რათა ჯარმა პრობლემას თავი ღირსეულად გაართვას თავი“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში თავდაცვის ძალების მიერ გამოჩენილ მაღალ პროფესიონალიზმს, დისციპლინას, მობილიზაციასა და თავდადებას გაუსვა ხაზი.

„ჯარის გამოჩენისთანავე გამოჩნდა სხვა ენერგია და ძალა. ჩვენი გმირი ჯარისკაცები გმირ პოლიციელებთან ერთად მართლაც უპრეცედენტო და მძიმე შრომას ეწეოდნენ 24 საათის განმავლობაში. მაგალითისთვის გეტყვით, რომ მილიონ 700 ათასი ავტომობილის დეზინფექცია მოახდინა ჯარმა და სამხედრო ექიმებმა 2,5 მილიონ მოქალაქეს ჩაუტარეს თერმოსკრინინგი. ეს არის ზღვა სამუშაო. რაც მთავარია, 158 ადამიანის გამოვლენა მოხდა, რომელსაც დაუფიქსირდა ტემპერატურა. ანუ, აქაც ძალიან სერიოზული პრევენცია მოხდა. მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა თითოეულ ჯარისკაცს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები

One Thought to ““წელს ნატო-ს სტანდარტების რამდენიმე ასეული ახალი სპეცტექნიკის შეძენას ვგეგმავთ” – ირაკლი ღარიბაშვილი”

  1. Unquestionably consider that which you stated.

    Your favorite justification appeared to be on the internet
    the simplest factor to remember of. I say to you, I definitely get irked
    whilst other folks think about worries that they just do not recognize about.

    You controlled to hit the nail upon the highest as smartly as defined out the
    entire thing with no need side effect , people could take a signal.
    Will probably be again to get more. Thanks