“წელს ბავშვები ზღვაზე დასასვენებლად არ წაიყვანოთ” – პედიატრის რჩევა მშობლებს

პედიატრი, მედიცინის დოქტორი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს ურჩევს, ბავშვები თბილისიდან სოფელში, ან ახლო-მახლო აგარაკზე წაიყვანონ. 

ამასთან, პედიატრი მშობლებს ბავშვების ზღვაზე დასასვენებლად წელს წაყვანას არ ურჩევს.

„მე წელს ბავშვებს ზღვაზე დასვენებას არ ვურჩევ. არ ვურჩევ მშობლებს ბავშვების წყალში ჩაშვებას, რადგან რამდენიმე დღის წინ იყო ასეთი შემთხვევა, რომ დიზინტერიის სახით განვითარდა COVID19-ი იტალიაში ერთ ბავშვთან. გამოუვლინდა, მხოლოდ დიზინტერიის ნიშნები, დაესვა დიზინტერიის დიაგნოზი.

ტესტირებისას სისხლში არ გამოჩნდა კორონავირუსი და და სწორედ განავალის ანალიზის ჩატარების შედეგად დაუდასტურდა მას ახალი COVID19-ი. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ ზღვაზე ბავშვების დასვენება ცოტა სარისკოა. თუ ჩვენ არ გვაქვს დამტკიცებული, რომ ორალური და ფეკალური გზით ეს ვირუსი არ ვრცელდება, ასეთ შემთხვევაში მაინც სარისკოდ მიმაჩნია ბავშვების ზღვაზე დასვენება“ – განაცხადა ინგა მამუჩიშვილმა.

მსგავსი თემები