„ძუძუთი კვების აკრძალვის რეკომენდაცია არ გაცემულა“ – პაატა ჟორჟლიანი

„დაინფიცირებულ ორსულის რძეში ვირუსი არ აღმოჩნდა, ასევე არ აღმოჩნდა სანაყოფე წყლებში „ -ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თსსუ-ის „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ პერინატოლოგიის მიმართულების ხელძღვანელმა, მეან-გინეკოლოგი პაატა ჟორჟოლიანმა განაცხადა.

ჟორჟოლიანის ინფორმაციით ძუძუთი კვების შესახებ შეზღუდვა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას არ გაუცია, რადგან ინფიცირებულ დედის რძეში ვირუსი არ აღმოჩნდა.

„უნდა შეიზღუდოს თუ არა კვება ამ დროს, ასეთი რეკომენდაცია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცის არ გაუცია. რადგან დაინფიცირებულ დედის რძეში ვირუსი არ აღმოჩნდა, ასევე არც სანაყოფე წყლებში, თუმცა ეს იყო ერთი შემთხვევა. ჩვენ ინფორმაციას გრიპით დაინფიცირების შემთხვევაშიც არ გავცემთ, რომ დედამ შეწყვიტოს ძუძუთი კვება. ჯერჯერობით ამის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია არ არის“ -განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები