„ძველი სახეების დაბრუნება უნდა მოხდეს, მათ მოიყვანეს „ოცნება“ ხელისუფლებაში“ – მირიან წიკლაური

მმართველი პოლიტიკური გუნდის ყოფილი წევრის, მირიან წიკლაურის განცხადებით, მომავალ საპარლამენტო სიაში იმ სახეების ასახვა უნდა მოხდეს, რომლებმაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოიყვანეს. როგორც დეპუტატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ისინი უსამართლოდ დაივიწყეს.

„ახალი სახეები კარგად დავიწყებული ძელი სახეები უნდა იყვნენ. იმიტომ, რომ იმ ძველმა სახეებმა მოიყვანეს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში.  მათ არაფერი დაუშავებიათ, პირიქით, იბრძოლეს, იშრომეს, იომეს . სხვათა შორის, პოლიტიკურ ცხოვრებაში კარგი გადაწყვეტილებები და კანონები მიიღეს და ძალიან სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგა. მათი ნაბიჯებით დღესაც ამაყობს მმართველი გუნდი. ამიტომ, ამ ძველი სახეების დაბრუნება უნდა მოხდეს, რომლებიც საკმაოდ უსამართლოდ დაივიწყეს“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტრ მთავარში“.   

მსგავსი თემები