ძველ თბილისში ავარიული სახლების კედლების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს   

თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ ნაწილში, კერძოდ, ჩუღურეთის რაიონში ავარიული შენობა-ნაგებობების კედლებისა და საძირკვლის გამაგრების სამუშაოები 44 მისამართზე მიმდინარეობს.

​როგორც
 “მედიაცენტრ მთავარს” რაიონიშ გამგეობაში განუცხადეს, სამუშაოები მოიცავს ასევე, წყლისა და წყალსაწრეტების ქსელის რეაბილიტაციას, ქანობიანი და ბრტყელი სახურავების შეცვლას, სადარბაზოების განახლებას და სხვა. სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება 1 409 981 ლარს შეადგენს,  თანადაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და ტენდერში გამარჯვებული რამდენიმე კომპანიები ახორციელებენ.

მათივე ინფორმაციით, შენობა-ნაგებობების გამაგრების სამუშაოები 42 ობიექტზე უკვე დასრულებულია. წლის ბოლომდე კიდევ 18 პროექტის განხორციელება იგეგმება.

მსგავსი თემები