„ძალიან მიკვირს, რომ კერძო სკოლები ასეთ მითითებებს იძლევიან“ – მინისტრის მოადგილე

განათლების სამინისტროში კატეგორიულად გამორიცხავენ, რომ მათი მითითებით დისტანციური სწავლება კომპიუტერებთან თუ ტელეფონებთან ჯდომას და მოსწავლეებისა თუ მშობლების ზედმეტ დატვირთვას მოიცავდეს. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ განუცხადა, ყველა სკოლას რეკომენდაციას ორშაბათს გაუგზავნიან.

„არასწორი ინფორმაციაა, საიდან მოიტანეს არ ვიცი. დისტანციური სწავლება არის ერთ-ერთი ფორმა და ეს განათლებისთვის გარანტირებული ფორმა ვერ იქნება. მთელი დღეს მხოლოდ ამაზე ვსაუბრობთ, რომ ყველა ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, წვდომა ჰქონდეს ინტერნეტთან, კომპიუტერთან. ძალიან მიკვირს, რომ სკოლები ასეთ მითითებებს იძლევიან.  რეკომენდაციებს კიდევ ვამუშავებთ, რომელსაც კერძო და საჯარო სკოლებსაც გავუგზავნით. დისტანციური სწავლება არის ალტერნატიული საშუალება.

არდადეგების პერიოდში ჩვენ ვთავაზობთ, რომ მასწავლებელმა ინდივიდუალურად, თავისი კლასის შესაძლებლობების ფარგლებში, რაღაც პროგრამა მოამზადონ. დისტანციური სწავლება ნიშნავს სატელეფონო კომუნიკაციას, ინფორმაციის მიწოდებას და გაზიარებას. ასევე, არდადეგების პერიოდში, ჩვენ ვთავაზობთ, რომ მასწავლებელმა ინდივიდუალურად მოსწავლეების შესაძლებლობების ფარგლებში მოამზადონ პროგრამა და მისცენ რეკომენდაციები ბავშვებს თუ რა სახელმძღვანელო წაიკითხონ ბავშვებმა, რჩევები მისცენ, რისი კითხვა არის უმჯობესი. რა ლიტერატურა წაიკითხონ. ამის იქით ჩვენ არ მივდივართ, რადგან, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ოჯახების შესაძლებლობებს. როგორ შეგვიძლია ჩვენ მსგავსი მითითებები გავცეთ. ორშაბათიდან დაიწყება ბავშვებისთვის და დიდებისთვის სპეციალური გადაცემები. იმის გამო, რომ ეს ადამიანები სახლში არიან, ალტერნატივებს ვეძებთ. Lit.ge-ზე გაიხსნა ათასობით წიგნი, რომლის ჩამოტვირთვაც უფასოა. ამ ყველაფერს დავაგზავნით ყველა სკოლაში, ორშაბათ დილით კი დახვდებათ და ვთხოვთ, კერძო სკოლებშიც გააგზავნონ.

ეს არის არდადეგების პერიოდო და როგორ შეიძლება მსგავსი რამ. ვიღაცას წიგნის კითხვა აინტერესებს, ვიღაცას შემეცნებითი გადაცემები.  არავითარ სკაიპზე და კომპიუტერთან ჯდომაზე არ არის საუბარი“ – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ.    

შეგახსენებთ, რომ ზოგიერთმა სკოლამ მოსწავლეებს და მშობლებს დავალება მისცა, ბავშვები შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკითა და სხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვონ, რადგან ორშაბათიდან დისტანციურ სწავლებაზე გადადიან.  

მსგავსი თემები

6 Thoughts to “„ძალიან მიკვირს, რომ კერძო სკოლები ასეთ მითითებებს იძლევიან“ – მინისტრის მოადგილე”

  1. Brasil Iptv Free

    Ponto IPTV o Melhor IPTV do Brasil, canais em alta definicao de imagem e som, SD, HD, FULL HD, 4K, filmes, series, futebol, lutas, shows, documentarios, tudo que voce precisa em um so lugar, pontoiptv.me Brasil.

  2. Tattoo Studio

    you ave gotten an amazing blog right here! would you like to make some invite posts on my weblog?

  3. ogx toronto

    Very informative article.Really thank you! Awesome.

  4. Iptv 6 Horas

    Ponto IPTV o Melhor IPTV do Brasil, canais em alta definicao de imagem e som, SD, HD, FULL HD, 4K, filmes, series, futebol, lutas, shows, documentarios, tudo que voce precisa em um so lugar, pontoiptv.me Brasil.

  5. I?¦ve recently started a site, the information you provide on this web site has helped me greatly. Thank you for all of your time & work.

  6. I enjoy your writing style genuinely loving this web site.