“ძალიან გვეშინია, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე ასე მოგვიყვანია, არ გახდეს არაკონტროლირებადი” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მართალია, მოსახლეობა შეზღუდვებით დაღლილია, თუმცა ეს აუცილებელია, რათა ვითარება კონტროლს ექვემდებარებოდეს.

პაატა იმნაძის თქმით, გარკვეული შეზღუდვები იხსნება, თუმცა ამ მიმართულებით ფრთხილი ნაბიჯებია საჭირო.

„მესმის, რომ შეწუხდა ჩვენი მოსახლეობა ამ შეზღუდვებისგან, მაგრამ გვერდზე გვაქვს ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ჩვენხელა ქვეყანა სომხეთი, რომელმაც პრაქტიკულად ყველა შეზღუდვა ერთდროულად გააუქმა. თუმცა საინტერესოა, რომ საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნებული იქნა, ოღონდ გაუქმდა აკრძალვები ტრანსპორტი იქნება ეს, თუ რესტორნები. არა თუ ღია, დახურული რესტორნებიც ამუშავდა. ანუ, ყველაფერი გაიხსნა, ეკონომიკა მთლიანად გაიხსნა. ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ბოლო სამ დღეში დაფიქსირდა იმაზე მეტი შემთხვევა, რაც საქართველოში მთლიანად არის დაფიქსირებული. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვუდგებით ამ საკითხს. მოგეხსენებათ, ნელ-ნელა იხსნება ბევრი რეგულაცია, მაგრამ მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. იგივე სამ კაცზე, როდის დაიშვება ტრანსპორტში, რა თქმა უნდა, ესეც მოიხსნება, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ ძალიან ძალიან გვეშინია იმის, რომ სიტუაცია, რომელიც აქამდე ასე მოგვიყვანია, არ გახდეს არაკონტროლირებადი, არ გაგვექცეს ხელიდან და ამ ზაფხულს არ შევხვდეთ კორონას ახალი მატებით“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები