ცხოველთა სასაკლაოს 4 ობიექტზე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები დაირღვა

ქვემო ქართლის, ცხოველთა სასაკლაოს 4 ობიექტზე, კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა აღინიშნა.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგანეტოში “მედიაცენტრ მთავარს” გაუცხადეს, კრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩნდა: შპს “ანგელი”, შპს “ალალი 2015”, შპს “ფენიქს მით ენდ ფოლთრი”, ი/მ ხაიალ ქარიმოვი.

“ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ ორ სასაკლაოს – შპს “ანგელს” და ი/მ ხაიალ ქარიმოვს საწარმოო პროცესი უკვე აღუდგა,”- განაცხადეს ეროვნულ სააგენტოში

ცხოველთა და ფრინველთა  სასაკლაოებში კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. წელს 290 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, რის შედეგადაც 31 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

მსგავსი თემები