ცხოველების მიმართ ა​რასათანადო მოპყრობაზე სასჯელი გამკაცრდება 

​თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროს ვახტანგ ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ცხოველის მიმართ სასტიკი და არასათანადო მოპყრობის გამო სადამსჯელო ზომების გამკაცრებას.

როგორც ვახტანგ ლომჯარიამმედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, კანონპროექტში, რომელსაც პარლამენტი მალე განიხილავს, საუბარია არასრულწლოვანთა მიერ ცხოველთა სასტიკ მოპყრობაზე.

„ერთ შემთხვევაში ადგილი გვაქვს სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლთან, რომელიც გულისხმობს ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას, ხოლო არასათანადო მოპყრობის მხრივ საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 104 მუხლში ცვლილებებზე. იზრდება საჯარიმო სანქციები,“ – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

მისივე თქმით, ადამიანის ღირსების პარალელურად, ცხოველის უფლებებისა და მისი სიცოცხლის დაცვაც მნიშვნელოვანია. ისინი საჭიროებენ განსაკუთრებულ მოპყრობას და სულ მცირე, არ უნდა შევლახოთ მათი უფლებები.

მსგავსი თემები