„ცხინვალის ყველაზე ლამაზი ქუჩა რუსეთის პრეზიდენტის სახელობის იქნება” – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, ცხინვალში მოსკოვის ქუჩას პუტინის სახელი უწოდეს.

„ცხინვალის ყველაზე ლამაზი ქუჩა რუსეთის პრეზიდენტის სახელობის იქნება. ეს გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეს, რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მიიღო, სამხრეთ ოსეთის ხალხის მხარდაჭერისთვის უდიდესი მადლიერების ნიშნად“, – განცხადა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, ალან კოჩიევმა.

ეს უკვე მეორე ქუჩაა ცხინვალში, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა პუტინის სახელი დაარქვეს.

მსგავსი თემები