ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ჩორჩანას სიახლოვეს ე.წ. სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს ე.წ. სასაზღვრო ნიშანი დაამონტაჟა. მათი ცნობით, ეს ნაბიჯი ქართული მხარის პროვოკაციების საპასუხოდ გადადგეს.

როგორც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, ზნაურის რაიონში ე.წ. ჰუმანიტარული ოპერაციის ახალი ეტაპი დაიწყო.

ამასთან, საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ტერიტორიების ანექსიაში სდებს ბრალს.

როგორც საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეები, რომლებიც ალანიის სახელმწიფოს საზღვრებს რუსებთან ერთად იცავენ, იძლევიან სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტიას.

მსგავსი თემები