„ცხენისწყალში“ ავტომანქანა ჩავარდა, ერთი გვამი იპოვეს, დანარჩენებს ეძებენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცაგერში სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. არხში ერთი მამაკაცის გვამი იპოვეს, დანარჩენები კი ამ დრომდე იძებნებიან.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, დღეს დილიდან, ძიების პროცესში მყვინთავები და სპეციალური ტექნიკა ჩაერთო.

შემთხვევა ცაგერში, სოფელ ჩხუტელში მოხდა. მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი წყალში გადავარდა. მანქანაში სულ 3 ადამიანი იმყოფებოდა. ორის ძებნა ამ დრომზე გრძელდება. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები