ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკები, ელექტროშოკი და ადამიანის წამებისთვის განკუთვნილი სხვა ნივთები სკოლებიდან ამოიღეს

ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკები, ელექტროშოკი და ადამიანის წამებისთვის განკუთვნილი სხვა ნივთები სკოლებში ამოიღეს, ფიქსირდება ალკოჰოლის მოხმარების შემთხვევებიც. მანდატურების მიერ სექტემბრიდან აპრილამდე 900-მდე  დასახელების ნივთიერება და ნივთია ამოღებული სკოლებში. ინფორმაციას თავად მანდატუსი სამსახური ავრცელებს.

1 ცეცხლსასროლი იარაღი, 56 დანა, 25 ბანქო, 3 ასაფეთქებელი, 26 კასტეტი, 1 ელექტროშოკი, 20 ნარკოტიკი, – ეს იმ ნივთების არასრული ჩამონათვალია, რომელიც მანდატურებმა სკოლებიდან 7 თვის მანძილზე ამოიღეს. განათლების სამისნიტროს მანდატურის სამსახური სკოლებში უსაფრთოებას კვლავ გამოწვევად ასახელებს, თუმცა განმარტავენ რომ სკოლებში აღმჩენილი 66 ათასი დაღღვების მიუხედავად, წელს მდგომარეობა ბევრად გამოსწორებულია.

საჯარო სკოლებში უსაფრთხოების მდგომარეობას საგანგაშოს უწოდებს სპეციალისტები. ოპოზიციაში კი ამგვარი სავალალო მდგომარეობა არ უკვირთ, რადგან მათი თქმით, ქვეყანაში გაზრდილი კრიმინალი ასახვას ჰპოვებს სკოლებშიც. მათი განმარტებით ეს საგანგაშო მდგომარეობა გაზრდილი კრიმინოგენული სიტუაციის გამოძახილი და სარკისებრი ანარეკლია.

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯომარე მარიამ ჯაში აღიარებს, რომ მდგომარეობა საგანგაშოა, თუმცა ის, რომ ამდენი საშიში ნივთი სკოლებიდან იქნა ამოღებული, ცალსახად მიანიშნებს, რომ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და აქტიური ნაბიჯები იდგმება პრევენციის კუთხით.

„არ არის სახარბიელო მონაცემი, თუმცა მოდით ასე შევხედოთ ამ საკითხს. ამოღებული ნივთი არის 800-ზე მეტი კონფლიქტის და დანაშაულის პრევენცია. ეს მხოლოდ უსაფროების კუთხით სკოლების სიმძიმეს კი არ უსვამს ხაზს, ეს იმასაც ნიშნავს, რომ ავიცილეთ თავიდან 800-ზე მეტი უბედური, თუ უბრალოდ კონფლიქტური შემთხვევა სკოლებში. მდგომარეობა საგანაგაშო არის, მაგრამ ბავრად უფრო საგანგაშო იქნებოდა, რომ არ მომხდარიყო პრევენცია,“ – განმარტა მარიამ ჯაშმა.

სტატისტიკური მონაცემები, რომელიც საზოგადოებას მანდატურის სამსახურმა გააცნო, არ ასახავს ქვეყნის სკოლების მთლიან სურათს უსაფრთხოების კუთხით. მანდატურის სამსახური მხოლოდ 485 სკოლაში მუშაობს. წლის ბოლომდე მანდატურები შევა დამატებით 100 სკოლაში.

მსგავსი თემები