ცესკოს თავმჯდომარეს კითხვებზე პასუხის გაცემა პარლამენტში მოუწევს – ის დაბარებულია

ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიაში განვითარებული დაპირისპირების გამო, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მისვლას ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარე კი აცხადებს, რომ თამარ ჟვანიას პარლამენტში მისვლის პრობლემა არ ექნება.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარე საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის ფორმატში უნდა მიბრძანდეს და პასუხი გასცეს მთავარ კითხვას – რა რეაგირებას ახდენს საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარ დარღვევებზე.

რაც შეეხება ინტერპელაციის ფორმატს, ეს იმას ნიშნავს, რომ ადრესატს წინასწარ უგზავნიან კითხვას, რის გამოც მას პარლამენტში იბარებენ. ამ კითხვას პასუხი, მოწვეულმა პირმა პარლამენტის პლენარული სხდომიდან უნდა უპასუხოს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თამარ ჟვანიას პარლამენტში მოსვლის პრობლემა არ აქვს.

“ანგარიშვალდებული ორგანოების პარლამენტში დაბარება ფრაქციების პრეროგატივაა. დარწმუნებული ვარ, ცესკოს თავმჯდომარეს პრობლემა არ ექნება პარლამენტში მობრძანდეს და კითხვებს პასუხი გასცეს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები