„ჩემს მოგუდვას ცდილობდნენ“ – ექსკლუზიური ინტერვიუ ირანელების მიერ ნაცემ მოლარე ოპერატორ გოგონასთან

„მედიაცენტმა მთავარმა“ გუშინ გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია თბილისში, ირანის 2 მოქალაქის მხრიდან ვალუტის გადამცვლელ პუნქტზე თავდასხმასთან დაკავშირებით, რა დროსაც თავდამსხმელება ახალგაზრდა გოგონა სასტიკად სცემეს.

როგორც დაზარალებული „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, ირანის ერთ-ერთი მოქალაქე მის მოგუდვას ცდილობდა.

დაზარალებული .: „ლომბარდს, ჩვეულებრივ 21:00 საათზე ვკეტავ. დავკეტე და ფოიეში ვიყავი, რა დროსაც ირანელი მამაკაცი შემოვიდა და ფულის დახურდავება, დაშლა მთხოვა. ვუთხარი, რომ ლომბარდი უკვე დაკეტილია და ვერ მოვემსახურებოდი. ისეთი სახე ჰქონდა და ისე მიყურებდა, მივხვდი, რომ რაღაც ხდებოდა. ეგრევე მივხვდი რომ ფულის დასახურდავებლად არ იყო შემოსული და  ვიფიქრე, გარეთ გავსულიყავი.

მედიაცენტრი მთავარი: ახალგაზრდა მამაკაცი მარტო შემოვიდა, ნიღბის გარეშე?

დაზარალებული .: დიახ ის თავიდან მარტო იყო და არც ნიღაბი ეკეთა.

მედიაცენტრი მთავარი:“  შემდეგ რა მოხდა და დაახლოებით რა ასაკის იქნებოდა მამაკაცი?

დაზარალებული .: ვინც პირველად შემოვიდა, მარტო იყო. დაახლოებით 33 წლის იქნებოდა.

მედიაცენტრი მთავარი: რა ენაზე გეკონტაქტებოდათ?

დაზარალებული .:  ინგლისურად მკითხა. ინგლისურად მეკონტაქტებოდა.  როგორც კი დავაპირე გარეთ გასვლა, პირზე ხელი ამაფარა და ძირს დამაგდო,  ცხვირში და ყელში მიჭერდა ხელს და ჩემს მოგუდვას ცდილობდა. უცებ მეორეც შემოვიდა, ჩამოუშვა „ჟალუზი“, პანიკური შიში დამეწყო და ხელ-ფეხს ვიქნევდი. თან ვყვიროდი.

მედიაცენტრი მთავარი“: სანამჟალუსსჩამოუშვებდნენ შუშის კარებიდან ჩანდა შიგნით რა ხდებოდა?

დაზარალებული .: არა, არ ჩანდა. „ჟალუზი“ ეგრევე ჩამოაფარეს. უცებ, რაღაც სასწაული ძალა მომეცა და ვყვიროდი, თუ ვინმე ხართ მიშველეთ. ამ დროს, ერთ-ერთმა გამვლელმა გაიგო ჩემი ყვირილი და „ჟალუზი“ ასწია, როგორც კი „ჟალუზი“ აიწია და ვიღაც გამოჩნდა, ორივე გაიქცა.

მედიაცენტრი მთავარი:“ ეს ადამიანები ადრე თუ გინახავთ?

დაზარალებული .:  არა, არასდროს მინახავს?

მედიაცენტრი მთავარი:“ თავდამსხმელი მოქალაქეებმა დააკავეს არა?

დაზარალებული .: ერთი გამვლელებმა დააკავეს როცა გარბოდა, მეორე გაიქცა.

მედიაცენტრი მთავარი:“ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია

დაზარალებული .:  ერთი ოპერაცია უკვე გამიკეთეს. ტერფი, კოჭი და წვივი მაქვს დამსხვრეული.  კიდევ მეორე ოპერაცია მჭირდება. ასევე მაქვს ზოგადი დაბეჟილობა, სახეში მირტყამდნენ.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები

One Thought to “„ჩემს მოგუდვას ცდილობდნენ“ – ექსკლუზიური ინტერვიუ ირანელების მიერ ნაცემ მოლარე ოპერატორ გოგონასთან”

  1. ნანა

    რადგან ირანელები არიან ჩვენი მთავრობა გაუშვებს და შეიწყალებს გულითადათ, აი ქართველები რომ ყოფილიყვნენ მაშინ ალბათ ჩამოხრჩობა არ აცდებოდათ მთავრობის მხრიდან. ისიც არ გამიკვირდება ეს გოგო დაადანაშაულონ იქით… საქართველოში ქართველებზე უფრო დაუცველები არც ერთი ერი არაა, რაც ჩლუნგი პოლიტიკოსების “დემონკრატიული” პოლიტიკაა!!!