ჩოხატაურში, თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის ერთი პირი დააჯარიმეს და საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს

თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის ჩოხატაურში დღეს ერთი ადამიანი დააჯარიმეს და ბათუმის საკარანტინო სივრცეში იძულებით გადაიყვანეს.

როგორც გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, არჩილ მჟავიამ განაცხადა, აღნიშნული პირი მარნეულთან არის დაკავშირებული და თვითიზოლაციაში ამიტომ იმყოფებოდა.

„მამაკაცი პოლიციამ შენიშნა. მისი ისტორია მარნეულთანაა დაკავშირებული. სამართალდამცავებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება. კანონდამრღვევი 3 ათასი ლარით დაჯარიმდა. ის გადაყვანილია ბათუმის საკარანტინო ზონაში“, – განაცხადა გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, არჩილ მჟავიამ.

მსგავსი თემები