“ჩოგბურთელს გაუმართლა, პოლიტიკოსი, ან პოლიტიკური მხარე რომ არ არის, თორემ რისხვას ვერ ასცდებოდა” – მარიამ კუბლაშვილი

“საბედნიეროდ წამყვან ჩოგბურთელს გაუმართლა, რომ პოლიტიკოსი არ არის ან პოლიტიკური მხარე, თორემ დაუნდობელ რისხვას ვერ ასცდებოდა”, – ამის შესახებ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მართლმსაჯულებას სჭირდება დრო, ვიდრე სასამართლო დაადგენს სიმართლეს.

“თავიდან იყო მცდელობები, რომ მისთვის წინასწარ განაჩენი გამოეტანათ, მაგრამ მთელი შეგნებული საზოგადოების აზრი აშკარად შემოტრიალდა და დღეს ის საპირისპიროს ამტკიცებს. საბედნიეროდ წამყვან ჩოგბურთელს გაუმართლა, რომ პოლიტიკოსი არ არის ან პოლიტიკური მხარე, თორემ დაუნდობელ რისხვას ვერ ასცდებოდა. ვერც ვერავინ გაბედავდა მასიურად მის გამოსარჩლებას, რადგან მაშინვე პოლიტიკურ სარჩულს მიაწებებდნენ.

ჩვენს პრაქტიკაში სამწუხაროდ, ხშირია შურისძიების, ამბიციის დაკმაყოფილების ან მიზნის მიღწევის საშუალებად ქალის მხრიდან მამაკაცის დასმენა, ვითომდა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის თაობაზე. ფაქტია, რომ ისინი ახერხებენ დაუნგრიონ კარიერა და ცხოვრება სამიზნე ობიექტს. სასამართლოს განაჩენს კი დრო სჭირდება და ვიდრე განაჩენი დადგება, ზოგჯერ აღარც ახსოვთ ხოლმე საქმე, რადგანაც წინასწარ გამეფებული საზოგადოების აზრი და მიზანმიმართული ანტიპიარი ადამიანის ბედს წინასწარ წყვეტს.

ბუნებრივია, პარალელს ვავლებ ჩემ წარმოებაში არსებულ საქმეებზე. ერთ – ერთი მათ შორის ილია ჯიშკარიანის საქმე ნათელი მაგალითია ასევე, ცილისწამების და პოლიტიკური მანიპულაციებისა. მახსოვს რამხელა ძალადობა განხორციელდა ჩემზეც და ჩემს დაცვის ქვეშ მყოფზეც, მთავარი მიზეზი კი მისი პოლიტიკური მიკუთვნებადობა იყო. ეს საქმე ძალიან საჭირო იყო ოპონენტი მხარეებისთვის, რადგან ძალიან მარტივად ის “ქართული ოცნების” დეპუტატია და თავად ეს ფაქტი უკვე ერთგვარი განაჩენი აღმოჩნდა.

ძვირფასო საზოგადოება მოგმართავთ გულითადი თხოვნით, რომ დავინდოთ ერთმანეთი. მართლმსაჯულებას სჭირდება დრო, ვიდრე სასამართლო დაადგენს სიმართლეს. ადამიანებს ნუ გამოვუტანთ ჩვენვე განაჩენს, ფსიქოლოგიური ტერორი ანგრევს ადამიანს. ნერვიულობა კლავს ადამიანს და ეს უნდა გავიაზროთ. ჩვენი დამოკიდებულებებით, ბულინგით, დაცინვით ვკლავთ ჩვენივე თანამოქალაქეებს”, – ამბობს კუბლაშვილი.

მსგავსი თემები

12 Thoughts to ““ჩოგბურთელს გაუმართლა, პოლიტიკოსი, ან პოლიტიკური მხარე რომ არ არის, თორემ რისხვას ვერ ასცდებოდა” – მარიამ კუბლაშვილი”

  1. Hi, I do think this is an excellent website.

    I stumbledupon it ;) I may revisit once again since i have saved as a favorite it.
    Money and freedom is the greatest way to change, may you be rich and continue to guide other people.

  2. Wonderful blog! I found it while searching on Yahoo News.
    Do you have any tips on how to get listed in Yahoo News?
    I’ve been trying for a while but I never seem to get
    there! Cheers

  3. BuSzTLXWHAWBivlBgQF

    Lovely website! I am loving it!! Will come back again. I am bookmarking your feeds also.

  4. cost of is per pill canada

    bd65 beisfromparishilton

    bd65 is oral gel

    bd65 we choice is 100mg herbal

    bd65

  5. is mail order medication

    f371 commande is 2

    f371

  6. i use it is website

    6192 be legit is online

    6192 isfachmann generika

    6192 is for sale in hk

    6192

  7. risultati di is ati

    99a2

  8. Paul Argueta

    Yours is a prime example of informative writing. I think my students could learn a lot from your writing style and your content. I may share this article with them.

  9. Paul Argueta

    whoah this blog is great i love reading your posts. Keep up the great work! You know, a lot of people are looking around for this information, you can aid them greatly.

  10. Who is Paul Argueta

    I truly appreciate this post. Really Cool.

  11. Who is Paul Argueta

    This is one awesome article post.Thanks Again. Fantastic.