„ჩინეთში გუშინ დაინფიცირების ყველზე მცირე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა დანარჩენ მსოფლიოში რიცხვი იზრდება“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე მოსახლეობას ის მონაცემები გააცნო, რომელიც ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბითაა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ფიქსირდება. გამყრელიძის ინფორმაციით ჩინეთში შემთხვევების კლების პარალელურად ვირუსის გავრცელების არეალი მსოფლიოში მატულობს.

„ჩინეთში თანდათან უფრო სტაბილიზირდება  მდგომარეობა დაავადების გავრცელების კუთხით, ყველაზე ნაკლები შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა,  99 ახალი შემთხვევა. მთლიანად დაფიქსირებულია სულ, 80631 შემთხვევა.  ჩინეთს გარეთ მდგომარეობა უარესდება მთლიანად 102 242 დადასტურებული შემთხვევაა, რაც ნიშნავს, იმას, რომ  22 000 არის ჩინეთს გარეთ, აქედან ყველაზე რთული მდგომარეობაა სამხრეთ კორეაში 6767 შემთხვევა, შემდეგ მოდის ირანი , იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი – 402  შემთხვევა და აშშ – 335 მოიმატა ასევე შვეიცარიაში.“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

მანვე ისაუბრა იმ 12 შემთხვევაზე, რომელიც ამჟამად ჩვენს ქვეყანაში ფიქსირდება, როგორც გამყრელიძე აცხადებთ ყველა მათგანის ინფექცია დაკავშიებულია იტალიასთან.

„დადასტურებულია გვაქვს უკვე 12 შემთხვევა, გუშინ ლუგარში იყო 39 გამოკვლეული ნიმუში, აქედან 3 იყო დადებითი. ყველა ეს შემთხვევა დაკავშირებულია იტალიასთან. იტალიურ კლასტერთან დაკავშირებით 70 მდე შესაძლო შემთხვევაა შესწავლილი“ –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძე არ გამორიცხავს ინფექციის შემთხვევბის მატებას, თუმცა ის მოსახლეობას კვლავ რეკომენდაციით მიმართავს ადა აცხადებს, რომ ინფექციის დროულად გამოვლენა ყველაზე ეფექტური პრევენციაა.

„ რამოდენიმეჯერ განვაცხადეთ ვინაიდან,  ჩვენ ვართ სამყაროს ნაწილი,  იქიდან გამომდინარე გვექნება  ახალი შემთხვევები, ეს  არ უნდა იყოს მოულოდნელი, მთავარია მინიმუმამდე დავიყვანოთ და მალე დავსვათ დიაგნოზი, ასევე  აქტიურად ვეძიოთ კონტაქტები და მოვახდინოთ იზოლირება. მთავარი ამოცანაა სწრაფად მოხდეს კონტაქტების იდენთიფიცირება, ყველაზე დამაზიანებელია იტალიიდან შემოსული ჩვენი თანამემამულეები და იტალიელი ტურისტები არიან. იტალიიდან ჩამოსული ყველა ადამიანი ექვემდებარება ორ კვირიან კარანტინში, ვისაც სიმპტომები აქვს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თუ დაუფიქსირდებათ სიმპტომები ზოგადად სურდოს სიმპტომები აუცილებელია მიმართონ ექიმს და პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედონ.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები

2 Thoughts to “„ჩინეთში გუშინ დაინფიცირების ყველზე მცირე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა დანარჩენ მსოფლიოში რიცხვი იზრდება“ – ამირან გამყრელიძე”

  1. trabalho espiritual financeiro

  2. polimento de marmores e granitos rj