“ჩინეთიდან მიღებული ძალიან ცუდი „საჩუქარი“ – ტრამპი კორონავირუსზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორონავირუსს ჩინეთიდან მიღებული საჩუქარი უწოდა.

„მთელ მსოფლიოში კორონავირუსი დადის – ჩინეთიდან მიღებული ძალიან ცუდი „საჩუქარი“. ძალიან ცუდია ეს!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

20 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვლავ დაადანაშაულა ჩინეთი კორონავირუსის ეპიდემიით გამოწვეულ მასშტაბურ სიკვდილიანობაში.

„ჩინეთში ვიღაც შეშლილმა ახლახან განცხადება გაავრცელა, რომელშიც ჩინეთის გარდა ყველას სდებს ბრალს კორონავირუსის გამო, რომელსაც ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გთხოვთ, აუხსენით ამ შეშლილს, რომ ჩინეთის არაკომპეტენტურობამ გლობალურ დონეზე მასობრივი სიკვდილიანობა გამოიწვია“, – დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.

მსგავსი თემები