“ჩვენ ხომ ვთხოვეთ და გავაკეთეთ ყველაფერი რაც შეგვეძლო, რატომ არ იწყალებს არ ვიცი” – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების შესახებ სინოდმა პრეზიდენტს თხოვნით მიმართა და ყველაფერი გააკეთა, რისი გაკეთებაც შეეძლო, თუმცა რატომ არ იწყალებს პრეზიდენტი დეკანოზს, არ იცის.

“ჩვენ ხომ ვთხოვეთ და გავაკეთეთ ყველაფერი რაც შეგვეძლო, რატომ არ იწყალებს არ ვიცი, ბევრად უფრო მძიმე შემთხვევებია და მარტო მამალაძე არ არის, ჩვენ სხვაზეც ვთხოვთ შეწყალებას,” – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ პრეზიდენტი პატიმართა შეწყალების აქტს საშობაოდ გამოსცემს.

https://mcm.ge/სალომე-ზურაბიშვილი-პატი/

მსგავსი თემები