“ჩვენ ჩამოვლაბორანტდით სალომე ზურაბიშვილამდე” – სანდრო ბრეგაძე

„მმართველი პოლიტიკური გუნდი, 4-5 წლის განმავლობაში, პასუხისმგებელი იქნება  სალომე ზურაბიშვილის თითოეულ ნაბიჯზე და ქმედებაზე“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარში“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ბრეგაძე აცხადებს, რომ 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, სადაც “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 60%-ით ლიდერობს, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

„საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ჩვენთვის უცხო არ ყოფილა. ვერავინ ვერ იტყვის, რომ მან მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს “ნაციონალური მოძრაობის” შიშით. ჩემი პროგნოზით სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯები არ იქნება ლოგიკური. ჩვენ ჩამოვლაბორანტდით სალომე ზურაბიშვილამდე“- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები