„ჩვენ უკრაინაში ელიტური ოჯახი გვაქვს, პრეზიდენტის მზარეულიც კი გვემსახურება“ – ვინ არიან სუსლიაკები

ოჯახი, რომელსაც ბავშვების ყიდვა-გაყიდვას ედავებიან, უკრაინაში ელიტურ ოჯახად ითვლება და ყოფილი პრეზიდენტის მზარეულიც კი ემსახურება. უკრაინელი იური და იულია სუსლიაკების ოჯახი საქართველოშიც უკვე საკმაოდ კარგად გაიცნეს თუმცა, არა პოზიტიურად, არამედ, როგორც ადამიანებით, კერძოდ, ბავშვებით მოვაჭრეები.

„ეს ოჯახი უკრაინაში საკმაოდ ცნობილი ოჯახია, ერთ-ერთი ელიტარული ოჯახია. მათ ყველანაირი პირობები ჰქონდათ, ბავშვები ნორმალურ გარემოში გაეზარდათ. ბავშვებს ემსახურებოდა პირადი მზარეული და ამ მზარეულებს უფროსად ჰყავდა ყოფილი პრეზიდენტის მზარეული, რომელიც შაბათ-კვირას ჩადიოდა მათთან და ტრენინგებს უტარებდა მზარეულებს და ბავშვებს სუფრასთან ქცევის ეტიკეტს ასწავლიდა, საკმაოდ შეძლებული ოჯახია“ – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ უკრაინიდან საქართველოში სპეციალურად მოვლენილმა დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა მარია ზახაროვამ.

იგივე გვითხრა სუსლიაკების ინტერესების ქართველმა დამცველმა ზურაბ თოდუამ.

„ამ ოჯახს უკრაინაში საკმაოდ კარგად იცნობენ და წარმოუდგენელი სისულელეა მათი ადამიანებით ვაჭრობაში დადანაშაულება. მაგალითად, ჩინური ტრადიციით, საკმაოდ ცნობილი სცენა ყოფილა ჩაის მომზადება წითელი დრაკონის წესით. იგულისხმება ჩაის დაყენება და მირთმევის. ესეც კი ასწავლეს ბავშვებს და ბავშვების ბებიები სწორედ ამ წესით ამზადებენ ჩაის. ყველანაირ სპორტზე დადიოდნენ ბავშვები, ერთი ჩემპიონია ცხენოსნობაში, მეორე ხატავს და პირადი გამოფენაც კი ჰქონდა უკრაინაში. 1 კვირის განმავლობაში საგამოფენო სივრციდან მისი ნახატები არ ჩამოხსნილა. დედა-შვილები ვენეციაშიც კი დადიოდნენ და ევროპა აქვთ მოვლილი“ – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ სუსლიაკების ინტერესების დამცველმა ზურაბ თოდუამ.

შეგახსენებთ, რომ იულია სუსლიაკი 25 აპრილს ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მისი ათი შვილი კი ორ სხვადასხვა, სპეციალურ დაწესებულებაში გადანაწილება. ბავშვები უკრაინიდან ჩამოსულ დელეგაციას გუშინ დაუბრუნეს და ისინი უკრაინაში პრეზიდენტის პირადი თვითმფრინავით დაბრუნდნენ. ბავშვების დედა – იულია სუსლიაკი და კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.


https://mcm.ge/%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%92/
https://mcm.ge/%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%99%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A/

მსგავსი თემები