„ჩვენ მოგვიწევს ცხოვრება „კორონავირუსთან“ ერთად, ისევე როგორც “C ჰეპატითან” –  კახა იშხნელი

„ზაფხულში ვირუსი არ დასუსტდება, თუმცა, მოიმატებს ჩვენი მდგრადობა მის მიმართ.  გამომუშავდება კიდევაც ის ფენა საზოგადოებაში რომელიც იმუნიტეტს შეიძენს“ – განაცხადა  ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორი კახა იშხნელმა  „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას.

“კოვიდ 19-თან” ერთად თანაცხოვრების შესახებ ექიმები იმდენად ხშირად აკეთებენ აქცენტს, თითქოს ყური ამ ფრაზებს მიეჩვია კიდეც.   ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავართან“ საუბარში აცხადებს, რომ ჩვენ კი არ მოგვიწევს უკვე გვიწევს „კორონავირუსთან“ ერთად თანაცხოვრება.

ექიმის თქმით, ამ ვირუსის ძირითადი საფრთხე სწორედ ის არის, რომ მას, რიგ შემთხვევებში სიმპტომი არ ახასიათებს და ადამიანები ვერც იგებენ, რომ ვირუსის მატარებლები არიან.

„ახალი კორონავირუსის“ სიმპტომები იდენტურია და გრიპის ვირუსისგან კორონავირუსის გარჩევა საკმაოდ რთულია. ამის გარჩევას სჭირდება სწორედ ის კვლევები ახალი მეთოდები, რასაც ვატარებთ. „კორონავირუსებს“ კიდევ აქვთ ერთი რამ, რიგ გამოც ჩვენ გვიწევს ცხოვრება მასთან ერთად.  არის უამრავი მათი მონათესავე ვირუსები, რომლებიც ძალიან სწრაფად და მსუბუქად გადააქვთ ადამიანებს და ისე გადააქვს ეს ყველაფერი, რომ არავითარი პრობლემა ჩნდება. დიახ, დღეს ჩვენს ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც შესაძლოა ვირუსის მატარებლები იყვნენ, თუმცა, ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, რადგან ისინი უსუმფტომოები არიან. ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ძალიან დიდი რაოდენობა არის უსიმპტომო ან მცირე სიმფტომიანი ადამიანების, რომლებმაც შესაძლოა არც დააფიქსირონ ეს ყველაფერი“ – განუცხადა კახა იშხნელმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

სურდო 1-2 დღით, „ცხვირში გაჭედვა“, თავს ტკივილი, სისუსტე, რომელიც მალვე გადის ის სიმპტომებია, რომლის გამო ადამიანებმა შესაძლოა არც მიმართონ კლინიკას. როგორც კახა იშხნელმა გვითხრა, მსგავსი სიმპტომებით სამედიცინო ცენტრებს თითქმის არც მიმართავდნენ ადამიანები, თუმცა, ბოლო პერიოდში, ჩვენს კულტურაში ბევრი რამ შეიცვალა.

ზოგიერთი ქვეყნები, სამედიცინო კუთხით, უკვე იწყებენ ზამთრისთვის მზადებას. ამ პერიოდში პრობლემას ის ამძაფრებს, რომ ზამთრის ვირუსები, სიმფტომურად  „კორონავირუსებისგნ“ თითქმის არაფრით განსხვავდება.  

„ზამთარში, გრიპისმაგვარი ვირუსებიც იქნება „კორონავირუსებთან“ ერთად და ეს საფრთხე რეალურია, თუმცა, ამას უფრო კარგად მომზადებულები დავხვდებით. ვიცხოვრებთ კორონავირუსთან ერთად. ვისწავლით ბევრ რამეს. ვიცხოვრებთ ისე, როგორც ვცხოვრობთ „“C ჰეპატითან” – ერთად. რადგანაც საქმე გვაქვს  „კორონავირუსითან“ და ეს არის რესპირატორული ვირუსი,  დიდი ალბათობით გაიმეორებს მისი ახლო ნათესავების ცხოვრების ნირს. უნდა ველოდოთ, რომ ზაფხულში არ უნდა იყოს მატება. ვირუსი არ დასუსტდება, თუმცა, მოიმატებს ჩვენი მდგრადობა მის მიმართ.  გამომუშავდება კიდევაც ის ფენა საზოგადოებაში რომელიც იმუნიტეტს შეიძენს“ – განუცხადა კახა იშხნელმა „მედიაცენტრ მთავარს“.  


მსგავსი თემები