“ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი იმ 46 ქვეყანას შორის, რომელმაც პირველ ეტაპზე მიიღო გაეროსგან დახმარება” – ნათია მეზვრიშვილი

ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვართ იმ 46 ქვეყანას შორის, რომელმაც პირველ ეტაპზე მიიღო გაეროსგან 1 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, – ამის შესახებ პრემიერ – მინისტრის აპარატის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

 მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო იმ 46 ქვეყანათაგან ერთ ერთია, ვინც სოლიდური დახმარება მიიღო.

„პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ვირუსის გავრცელების შენელება, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა და კრიზისით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია 1 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც გაერომ ჩვენთვის გამოყო და რომელიც გახლავთ ერთობლივი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგი მთავრობასა და გაეროს შორის. სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი იმ 46 ქვეყანას შორის, რომელმაც პირველ ეტაპზე მიიღო გაეროსგან დახმარება და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მიმართული იქნება ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

გაეროს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის მრავალპარტნიორული სატრასტო ფონდმა გაეროს სააგენტოთა ჯგუფს საქართველოში 1 მილიონ აშშ დოლარი გამოუყო, რომელიც ჯანდაცვის კრიზისზე რეაგირებასა და მოწყვლადი ჯგუფების პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას მოხმარდება.

მსგავსი თემები