“ჩვენ გავიარეთ ტერორი და დავამარცხეთ “ფაშისტური მოძრაობა”-ალი ბაბაევი

“გული მწყდება როცა ამ ფაქტებს ვაანალიზებ და ვხედავ, რამდენი არაგულწრფელი ადამიანი ყოფილა, ჩვენს გუნდში”, – ამის შესახებ „საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე“, პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ალი ბაბაევი “მედიაცენტრ მთავართან” გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრობს.

როგორც ბაბაევი აცხადებს, იმ პარტიის წევრებმა, სადაც ახლა ერთსულოვნება აღარ არის, ერთად გაიარეს მრავალწლიანი ტერორი და დაამარცხეს “ფაშისტური მოძრაობა.”

“ჩვენ გავიარეთ ყველანაირი ტერორი, და 2012 წელს დავამარცხეთ ფაშისტური მოძრაობა. ერთად გავიარეთ 7 ნოემბერი, როგორ გვესროდნენ ამ ტყვიებს სწორედ ის “ნაციონალები”, ის პოლიტიკოსები, დღეს რომ ძალიან გააქტიურდნენ, როგორ ასისხლიანებდნენ ადამიანებს. ჩვენ ერთად გავიარეთ აჭარაში ბიჭების ხოცვა, ნავთლუღის ამბები, 26 მაისი, ის სისატიკე რაც ჩაიდინა “ნაციონალურმა მოძრაობამ” თავის ერის და მოქალაქეების წინააღმდეგ, ეს ყველაფერი მათ დაავიწყდათ.

როგორც პოლიტოლოგს და სოციოლოგს, მიკვირს იმის გამო, რომ ქართული ოცნება, რომელმაც 2012 წელს წარმატებით დააგვირგვინა პირველი ოქტომბერი და ის ხალხი რომელიც ერთგულებას ეფიცებოდა ოცნებას, დღეს გუნდურობის პრინციპიდან გამოვიდა და ქმნიან სხვადასხვა პარტიას, გამოაქვთ პარტიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები, თუ გინდ გუშინწინდელ სხდომაზე, როცა რამდენიმე პატრიის წევრმა უარი თქვა ავანტიურისტ მელიას იმუნიტეტის მოხსნაზე, ჩემთვის მიუღებელია”, – განაცხადა ალი ბაბაევმა.

მსგავსი თემები