„ჩვენ არ შეიძლება მოვთხოვოთ მთავრობას და ბიუჯეტს ის, რისი მოთხოვნაც არ შეგვიძლია“ – „დამსაქმებელთა ასოციაცია“

„ძალიან მძიმეა იმ ადამიანების ბედი ვინც დარჩა უმუშევარი, არავის ეგონა, რომ ეს მოხდებოდა,“ – ამის შესახებ „დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ელგუჯა მელაძე აღნიშნავს, რომ აქტიური დასაქმების პოლიტიკა შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამოსავლის ძებნის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

„დასაქმების აქტიური პოლიტიკაა, ის, რომ დაიწყება საშემოსავლო გადასახადის სუფსიდირება, ჩვენ, მთელმა საზოგადოებამ უნდა განვახორციელოთ ყველა ის ღონისძიება, რომელიც უკავშირდება დასაქმების პოლიტიკას.

ძალიან მძიმეა იმ ადამიანების ბედი, ვინც დარჩა უმუშევარი, მაგრამ არ შეიძლება მთავრობას მოვთხოვთ ის, რისი მოთხოვნაც არ შეგვიძლია, ამ 750 ლარიან შეღავათს ჰქონდა თავისი  წინაპირობა, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ დიდ კომპანიებში ხელფასი ამ ფარგლებში მერყეობს, ეს არის ზუსტად ამ თვალსაზრისის შესაბამისი და კომპანიებისთვის, რომლებიც დღემდე მუშაობენ მათთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“ – განაცხადა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში.

მედიაცენტრ მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები