“ჩვენ არ უნდა შევედაროთ განვითარებულ ქვეყნებს” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ჩვენ განვითარებულ ქვეყნებს არ უნდა შევედაროთ და უნდა გავიხსენოთ, სად ვიყავით გუშინ.  

“ჩვენ არ უნდა შევადაროთ ჩვენი თავი განვითარებულ, თუნდაც აღმოსავლური ევროპულ ქვეყნებს. ჩვენ ჩვენი თავი უნდა შევადაროთ იმას, სად ვიყავით გუშინ. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს სად ვიქნებით ხვალ, სხვა ყველაფერი არის ილუზია და პოპულიზმი. შეიძლება მოვთხოვოთ ერთმანეთს, ვიყოთ უფრო ეფექტურები და ვთქვათ, გაიწიე, მე უკეთესად შემიძლია.

ეს საბოლოო ჯამში ამომრჩევლის გადასაწყვეტია, თუმცა ობიექტური რეალობა მოითხოვს იმას, რომ ჩვენ ჩვენი თავი და ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა შევადაროთ იმას, სად ვიყავით გუშინ.. დღევანდელი რეალობის ობიექტური შეფასებით უნდა დავისახოთ ამოცანად, სად უნდა ვიყოთ ხვალ. სხვა ყველაფერი, ბოდიში, დემაგოგიაა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები