“ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, გვყავს კონკრეტული კრიმინალები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

„მე აბსოლუტურად ვეთანხმები პრეზიდენტს ამ განცხადებაში. გუშინ განმარტებები იქნა გაკეთებული და აბსოლუტურად ვიზიარებ ყველა სიტყვას, რომ ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმრები, გვყავს კონკრეტული კრიმინალები, რომლებსაც აქვთ დანაშაული ჩადენილი და თუ ჩვენ სიმართლე არ ვუთხარით ერთმანეთს, ცუდი იქნება ისევ ჩვენი ქვეყნისთვის, პოლიტიკური გარემოს გაჯანსაღებისთვის, ყველას, ყველაფერს უნდა დაერქვას სახელი“, – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები