„ჩვენს თაობას შეუძლია მუსიკით რევოლუცია მოაწყოს“ – ახალგაზრდა მუსიკოსი Omar K

ქართველი ბითმეიქერი (მუსიკოსი, რომელიც ჰიპ-ჰოპ ჟანრში ინსტუმენტალურ მხარეს უზრუნველყოფს), ტრეკების პროდიუსერი და  მუსიკოსი ომარ ხალვაში, იგივე Omar K თავისი მუსიკით აუდიტორიას იპყრობს.

Omar K მუსიკას 16 წლის ასაკიდან ქმნის, კერძოდ კი პროფესიული წინსვლა  ელექტრონული მუსიკის მიმართულებით დაიწყო. მუსიკალური განვითრება კი “ოლდ სქულ” (90-იანი წლების ჰიპ-ჰოპის მიმდინარეობა) ჰიპ-ჰოპით  გააგრძელა. „მედიაცენტრი მთავარი“ დაინტერესდა მუსიკოსის შემოქმედებით, რომელიც მისი ნამუშევრებით რევოლუციას გეგმავს.

„მედიაცენტრი მთავარი“ : რატომ გახდა ჰიპ-ჰოპი და არა სხვა მუსიკალური მიმდინარეობა თქვენთვის საინტერესო?

Omar K: „ჩემთვის ჰიპ-ჰოპი საკუთრი თავის გამოხატვა და იმ ყველაფრის ასახვაა მარტივ ენაზე, რაც საზოგადოებაში და ზოგადად ჩვენ ირგვლივ  ხდება. ის ჩემთვის კომუნიკაციის მარტივი ენაა. ჰიპ-ჰოპი ისეთი ჟანრია, რომელსაც ბექგრაუნდი (გამოცდილება, უკანა ფონი) სჭირდება, ვინაიდან ის დაბალი ფენის მიერაა შექმნილი და სწორედ მენტალური პრობლემები, რომელსაც ხშირად ვხდებით, ჰიპ-ჰოპით გამიხატება. სწორედ ამ პრობლემებში გამოიხატება ჩემი “უკანა ფონი”. ჰიპ-ჰოპი მხოლოდ მუსიკა არაა, ის საშუალებას გაძლევს თავი გამოხატო არა მარტო მუსიკით, არამედ „გრაფიტი კულტურით“ და ცეკვით, რომელსაც „ბრეიქდანსი“ ქვია, როცა საკუთარ ემოციას ცეკვით გამოხატავ.“

„მედიაცენტრი მთავარი“: რას შეადარებდით ჰიპ-ჰოპს?

Omar K:  „ჰიპ-ჰოპია დიდი ოჯახი. არტისტი თუ მსმენელი, ერთად ვქმნით კულტურას, ჯანსაღ მუსიკას. ჩვენს თაობას შეუძლია მუსიკით რევოლუცია მოაწყოს, განუდგეს უსამართლობას, სისტემას, ჩაგვრას იარაღის გარეშე, რადგან დღეს მუსიკოსებს მიკროფონები გვიჭირავს და ამაზე დიდი იარაღი არ მეგულება.“

მუსიკოს ომარ ხალვაშის პირველ წარმატებას სოციალურ ქსელ YouTube-ზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ზაზა ნოზაძესთან, იგივე Sf-x-თან  ერთად ჩაწერილ ტრეკს „თავიდან“ 800 000-ზე მეტი ნახვა აქვს.

მედიაცენტრი მთავარი“ : რას ნიშნავს „თავიდან“ და რას ამბობ ამ ტრეკით?

Omar K: „მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ტრეკი „თავიდან“ 2019 წლის 6 ივნისს შეიქმნა და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო წინმსწრები პროცესი განვითრებული მოვლენებისა. ის ხვალინდელი დღის თავისუფლებაზე გვიყვება“

Omar K-მ კარიერული წინსვლა ნიკო მჭედლიშვილთან დაიწყო და „ბირჟა მაფიის“ ერთ-ერთ წევრთან გააგრძელა. ამჟამად ის PostTv-ის ერთ-ერთ გადაცემასთან თანამშრომლობს.

„მედიაცენტრი მთავარი“:  მოგვიყევი თქვენი კარიერული განვითარების შესახებ

Omar K: „დავიწყე ნიკო მჭედლიშვილთან მუშაობა, იგივე NIKO. მასთან პირველი ტრეკი ჰიპ-ჰოპ ჟანრში ჩავწერე, რომელსაც „Put in work“ქვია. მაშინ ორივე დამწყები მუსიკოსები ვიყავით და დამწყებთათვის ძალაინ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ნიკოსთან რამდენიმე რელიზის შემდეგ, რამდენიმე მცირე მასშტაბიანი კონცერტიც გვქონდა. გარკვეული და სამწუხარო მიზეზების გამო  დღეისთვის ნიკოსთან აღარ ვთანამშრომლობ.“

„მედიაცენტრი მთავარი“: როგორ გაგრძელდა თქვენი კარიერული წინსვლა?

Omar K: „შემდეგ ბირჟა მაფიის ერთ-ერთ წევრთან, მიშკა მგალობლიშვლთან,იგივე Young Mic, წარმატებულად ვაგრძელებ თანამშრომლობას. ძირითადად ინგლისურენოვანი ტრეკები მაქვს და მინდა აღვნიშნო ისიც, რომ მასთან თანამშრომლობამ დიდი გამოცდილება მომიტანა ამ ჟანრში. ერთ-ერთი ფავორიტი ტრეკი კი Bloodbath-ია, რომელშიც აგრეთვე ლონდონში მოღვაწე, წარმატებული ქართველი არტისტი, შოთა შერმანდინი, იგივე  Apolloe მონაწილეობს.“

„მედიაცენტრი მთავარი“: როგორ ვითარდებით ამჟამად თქვენს პროფესიაში?

Omar K: „ამ ეტაპზე Post TV-თან ვთანამშრომლობ, გადაცემა „გვეშველება რამე“, რომელსაც გასართობ სატირული ხასიათი აქვს.  აქაც, რა თქმა უნდა, მუსიკა და, რა თქმა უნდა, ზაზა ნოზაძე. ჩვენი ბოლო ტრეკიც  ამ პროექტში შედის, სახელით „ტაქსიზმი“. ის მოგვითხრობს ქალაქში ტაქსიტების მრავალგვარობაზე და  დამახასიათებელ ნიშნებზე, რომელმაც მალევე 300 000-მდე ნახვა დააგროვა სოციალურ ქსელ YouTube-ზე. იმასაც აღვნიშნავ, რომ ზაზასთან კოლაბორაციული ნამუშავრები ყოველთვის  YouTube-ს ტრენდებშია.“

„მედიაცენტრი მთავარი“: დაბოლოს რას გვეტყვით მუსიკაზე და როგორ ზეგავლენას ახდენს ის თქვენზე?

Omar K: „მუსიკა ჩემთვის ყველაფერია. მუსიკა ჩემთვის ერთადერთი გზაა თავისუფლებისკენ. სწორედ ჰიპ-ჰოპი ანგრევს წნეხის იმ კედლებს, რომელიც ასე თუ ისე დაგვდევს ბავშვობიდან დღემდე.

ილია მეგრელიძე

მსგავსი თემები

2 Thoughts to “„ჩვენს თაობას შეუძლია მუსიკით რევოლუცია მოაწყოს“ – ახალგაზრდა მუსიკოსი Omar K”

  1. Very interesting points you have mentioned, thanks for putting up. “The thing always happens that you really believe in and the belief in a thing makes it happen.” by Frank Lloyd Wright.

  2. I am glad to be a visitor of this unadulterated web site! , thankyou for this rare info ! .