“ჩვენი ხელისუფლების დამსახურებით, რუსული გავლენა მცირდება”-ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების ე.წ უკვდავი პოლკის მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსული გავლენა საქართველოში მცირდება, რაც მათი ხელისუფლების დამსახურებაა.

„ეს არის, რა თქმა უნდა, სამწუხარო მოვლენა ჩვენთვის. მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ იმაზე, რომ რუსული გავლენა არ გაფართოვდეს. თქვენ ხედავთ, რომ გასული წლების განმავლობაში არათუ არ ფართოვდება, მცირდება რუსული გავლენა საქართველოში. ამაზე მეტყველებს არჩევნების შედეგებიც, პრორუსული პარტიები უფრი ნაკლებ ხმებს იღებენ საქართველოში. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი დამსახურება. აქციის მოწყობა შეუძლია ყველას, მთავარია, როგორია ამაზე ხელისუფლების რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები