“ჩვენი, როგორც მოძრაობის, მთავარი მიზანია მხარში დავუდგეთ ჩვენს სახელმწიფოს“ – IDIFA-ს დამფუძნებელი

დაფუძნდა მოძრაობა მშვიდობისთვის IDIFA, რომლის შტაბ-ბინაც განლაგებულია პოლონეთის ქალაქ ვარშავაში. მოძრაობის მთავარი მიზანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აზერბაიჯანის ეროვნული ინტერესების დაცვა, მთიანი ყარაბაღის სინამდვილეების პროპაგანდა.

IDIFA-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, აზერბაიჯან-იტალიის ახალგაზრდული ასოციაციის თავმჯდომარემ ემინ რუსტამოვმა გააკეთა განცხადება ამის თაობაზე და ისაუბრა მოძრაობის წინაშე დაყენებულ მთავარ მიზნებზე. მისი განცხადებით, IDIFA-ს საქმიანობის უფრო ეფექტურად ორგანიზებისთვის უკვე დღეიდან მომხმარებელთა სარგებლობაში გადაეცა ინტერნეტ-პორტალი www.idifa.net.

ემინ რუსტამოვმა აღნიშნა, რომ „ჩვენ, როგორც მოძრაობა IDIFA, ვიწონებთ და მხარს ვუჭერთ ჩვენი სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო არენაზე გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს. ამავე დროს, მის მნიშვნელოვან საქმიანობას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიმართულებით. ჩვენი, როგორც მოძრაობის, მთავარი მიზანია ამ მიმართულებით ჩვენი სახელმწიფოს მხარში დგომა, საერთაშორისო არენაზე აზერბაიჯანის ღირსეულად წარმოდგენა, ახალი შესაძლებლობების ძიება და ამ პოლიტიკაში მისი მხარდაჭერა.“

რუსტამოვმა ისაუბრა მოძრაობის მიერ ერთი წლისათვის გათვალისწინებული ღონისძიებების გეგმაზეც: „მომავალი წლის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებებზე აზერბაიჯანის მაღალ დონეზე წარმოდგენა და ჩვენი ქვეყნის სახელით, როგორც აზერბაიჯანის ახალგაზრდობის, წვლილის შეტანა. ამ ყველაფერთან ერთად, უცხოური მედიის ცნობილ წარმომადგენლებთან თანამშრომლობა და აზერბაიჯანის პოპულარიზაციის მიმართულებით უფრო მეტი ინფორმაციის და სტატიის გავრცელების უზრუნველყოფა. მოკლედ, ჩვენს მთავარ მიზნად დავსახეთ ჩვენი სახელმწიფოს მიერ დადგენილი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების საფუძველზე ჩვენი ქვეყნის სახელით სასარგებლო სამუშაოების შესრულება.

“ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია სომხეთ – აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტისათვის სამართლებრივი შეფასების მიცემა, ყარაბაღის სინამდვილეების მსოფლიო საზოგადოებისათვის მიწოდება” – განაცხადა დამფუძნებელმა.

მსგავსი თემები