“ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია” – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს.

„უდიდესი პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ჩვენი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია.

მთელი მისი მოღვაწეობა არის განსახიერება სიდარბაისლისა და სიბრძნის, სამშობლოს სიყვარულის, სიკეთის, სულგრძელობისა და მიმტევებლობის.

ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას ჩვენი ერისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას მილოცვაში.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაბადების დღეა. მას 87 წელი შეუსრულდა.

მსგავსი თემები

2 Thoughts to ““ჩვენი პატრიარქის ღვაწლი ერის სულიერების ამაღლების საქმეში ფასდაუდებელია” – გიორგი გახარია”

  1. I liked up to you’ll obtain carried out right here. The caricature is tasteful, your authored subject matter stylish. nonetheless, you command get got an shakiness over that you would like be delivering the following. in poor health no doubt come more before again since precisely the same nearly very often within case you protect this increase.

  2. I haven’t checked in here for some time as I thought it was getting boring, but the last few posts are great quality so I guess I will add you back to my everyday bloglist. You deserve it my friend :)