„ჩვენი ოჯახის მიდგომა უცვლელია, როცა რესურსი გაქვს, სახელმწიფოს უნდა დაეხმარო და არა, შეღავათებით ისარგებლო” – ბიძინა ივანიშვილი

„შეიძლება ითქვას, აბასთუმნის მაგალითმა გამათამამა და გადამაწყვეტინა, იგივე ტიპის, თუმცა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტის განხორციელება წყალტუბოში” – ამის შესახებ Entrepreneur Georgia-სთან ინტერვიუში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, რატომ არ ისარგებლა შეღავათით, რომელსაც სახელმწიფო აწესებდა, რომ წყალტუბოში ძველი საავადმყოფოს ტერიტორია უსასყიდლოდ გადაეცათ მისთვის, ვინც ახალს ააშენებდა, “ქართული ოცნების” დავმჯდომარემ უპასუხა: „ჩვენი ოჯახის მიდგომა უცვლელია, როცა რესურსი გაქვს, სახელმწიფოს უნდა დაეხმარო და არა, შეღავათებით ისარგებლო. ის, რაც სხვა ბიზნესმენისთვის ნორმალური იქნებოდა, ჩვენს შემთხვევაში დაუშვებლად მივიჩნიეთ. ფული ბიუჯეტში შევიდა და სახალხო საქმეს მოხმარდება“.

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, მიუხედავად იმისა, რომ წყალტუბოში სახელმწიფო უსასყიდლოდ აპირებდა გადაეცა მიწა იმ პირისთვის, რომელიც ახალ საავადმყოფოს ააშენებდა, ბიძინა ივანიშვილმა, საბაზრო ფასი, 3 მილიონ 485 ათასი ლარი გადაიხადა

მსგავსი თემები