„ჩვენი მიზანია, კორონავირუსის წინაღმდეგ ბრძოლაში დრო მოვიგოთ” – ანგელა მერკელი

“გერმანიის ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად ზომები გაამკაცრა და ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ორზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა” – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, გარდა ამისა, ახალი შეზღუდვების ფარგლებში დაიხურა სილამაზის სტუდიები და მასაჟის ცენტრები, რესტორნებს კი მომხმარებლისთვის მხოლოდ გატანის სერვისის შეთავაზების უფლება მიეცათ.

„ჩვენი მიზანია, კორონავირუსის წინაღმდეგ ბრძოლაში დრო მოვიგოთ,“- განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელევიზიო მიმართვის დროს და მოქალაქეებს ერთმანეთისგან მინიმუმ 1,5 მეტრი დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა.

აღსანიშნავია, რომ ანგელა მერკელი კარანტინში იმყოფება. მან კარანტინში გადასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ექიმს, რომელმაც პარასაკევს პნევმოკოკის საწინაღმდეგო ვაქცინა ჩაუტარა, კორონავირუსი დაუდგინდა.

ბოლო მონაცემებით, გერმანიაში ახალი კორონავირუსის 18 610 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რიცხვი კი – 55-ია.

მსგავსი თემები