„ჩვენი კლანი“ კეთილ საქმეს აკეთებს და ხალხს დამოუკიდებელ სასამართლოს აძლევს“ – ლევან მურუსიძე

„თუ ჩვენ, მოსამართლეების „კლანს“ გვიწოდებენ, არასამთავრობოებიც „კლანები“ ყოფილან“ – აცხადებს ლევან მურუსიძე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლე მისი გვარის სასამართლო „კლანთან“ დაკავშირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ მურუსიძე-ჩინძალაძე კლანია, მაშინ არასამთავრობოების „კლანები“ ყოფილან.

“იმ პრინციპოთ, რა პრინციპითაც ჩვენ „კლანს“ გვიწოდებენ, ანალოგიურად, არასამთავრობო სექტორიც „კლანი“ გამოდის. არასამთავრობოები ერთიანად არიან დარაზმულები, არასოდეს განსხვავებული აზრი არ გააჩნიათ და სასამართლოს ლანძღვაში აბსოლუტურად ერთიანები არიან“ – აცხადებს მურუსიძე და „კლანის“ განმარტებასაც აკეთებს.

„პატიოსანი ადამიანის თვალში, კლანი, დანაშაულებრივ ჯგიფთან ასოცირდება. გეტყვით რას აკეთებს ჩვენი ე.წ. კლანი სასამართლო სისტემაში. ამ 5 წლის მოღვაწეობის შედეგად, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სტრასბურგის სასამართლოში 11-ჯერ შემცირდა მიმართვიანობა. ამას აკეთებს „ჩვენი კლანი“. ეს არის გუნდი, რომელიც ცდილობს, რომ გააკეთოს კეთილი საქმე და საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს მისცეს დამოუკიდებელი სასამართლო“.

როგორც მურუსიძე განმარტავს, არასამთავრობო სექტრშიც არიან ლიდერები, იგივე გიგაური-სალაძე და სხვები. შესაბამისად, „სწორი იქნება, მა ისინი „კლანებად“ რომ წარმოვადგინო“? – კითხულობს მოსამართლე.

ლევან მურუსიძე იმ მიზეზსაც განმარტავს, რის გამოც ის კრიტიკის ობიექტი აღმოჩნდა: „მე ვარ მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე და ყველა ის თემა, რაც მიმდინარეობდა სასამართლოს წინააღმდეგ, მე ვიყავი ბრძოლის ავანგარდში. შესაბამისად, მე წარმოვადგენდი სასამართლო სისტემას და მიმაჩნდა, რომ თითოეული ჩემი ნაბიჯი მიმართული იყო იქითკენ, რომ მოეპოვებინა სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეს დამოუკიდებლობა რომ მოიპოვა სასამართლომ, იქიდანაც ჩანს, რომ აბსოლუტურად ყველა პოლიტიკური პარტია, ეს ეხება როგორც პოზიციას, ასევე ოპოზიციას, „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც კი კრიტიკით გამოდიან სასამართლო ხელისუფლების მიმართ. ასევე, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი, რატომღაც, ყველა, სასამართლოს წინააღმდეგ გაერთიანდა.“

მსგავსი თემები