„ჩვენი გარემო არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და დაცვა სჭირდება“ – ლევან დავითაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნინო წილოსანთან ერთად, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა გარემოსდაცვითი მიმართულების მიმდინარე და დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმების შესახებ ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება ტყის ახალ კოდექსზე გაამახვილა.

„გარემოსდაცვითი საკითხები ჩვენი ხელისუფლებისათვის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ მივიღეთ ტყის ახალი კოდექსი. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. გარდა ამისა, მთავრობამ სულ ახლახანს დაამტკიცა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ნორმატივები, რაც ასევე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია და  ცირკულარული ეკონომიკის – მწვანე ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებს ქმნის. ჩვენ, პარლამენტთან ერთად, მიმდინარე წელს, ინიციატივებსა და საკანონმდებლო აქტებზე აქტიურ მუშაობას გავაგრძელებთ, რაშიც ჩვენი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გარემოსდაცვით უმნიშვნელოვანეს მიმართულებებში სამინისტროს, პარლამენტის, დონორი საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგია ის უმნიშვნელოვანესი კანონები, რომლებიც იქნა მიღებული და რეფორმები, რომელიც განხორციელდა.

„ტყის კოდექსი არის ტყის მოვლის სავალდებულო წესების დადგენა და ამით ყველაფერი ნათქვამია. უმნიშვნელოვანესია ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელსაც კანონპროექტების აღსრულებისთვის ჩვენი დონორი ორგანიზაციები გაგვიწევენ”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ატმოსფერული ჰაერის დაცვა ევროპული პრინციპების შესაბამისად განხორციელდება.

მინისტრი ასევე შეეხო ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების მართვის, დაცული ტერიტორიების გაფართოება-დაარსების საკითხებს და სხვა არაერთ გარემოსდაცვით საკანონმდებლო რეფორმასა და ინიციატივას, რაზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “„ჩვენი გარემო არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, რომელსაც განსაკუთრებული მოვლა და დაცვა სჭირდება“ – ლევან დავითაშვილი”

  1. Do you have a spam problem on this website; I also am a blogger,
    and I was wondering your situation; we have developed some nice procedures and we are looking to swap strategies with others, be sure to shoot me an e-mail if interested.

  2. Students can discover how to heal injuries and relax patients
    by working through specific educational training.
    All types of massage therapies were formed over the need for an excellent alternative medical treatment in the
    early centuries where medicines are not yet invented. Now allow that
    cool air to be expanded your cavity, an excellent massage
    for all your abdomenal organs.

  3. What a information of un-ambiguity and preserveness of valuable experience regarding unpredicted emotions.

  4. This site was… how do you say it? Relevant!! Finally I’ve found something that helped me. Kudos!

  5. I got this site from my friend who told me about this web site and now this time I am browsing this site and reading very informative posts at this time.