„ჩვენი ამოცანაა „ამათი“ სახლში გაშვება“ – „პატრიოტთა ალიანსი“ „ოცნებასთან“ სატელიტობაზე

„ჩვენ არავის სატელიტები ვართ და არც არავისთან სატელიტობა გვჭირდება. ჩვენი ამოცანაა „ამათი“ სახლში გაშვება. სატელიტი პარტია კი, რომელსაც გვაბრალებენ, ასე არ მოქმედებს. ჩვენ ვამბობთ,  რომ „ამათი“ ხელისუფლებაში დატოვება არ შეიძლება“ – აღნიშნული განცხადება ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ – გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

დეპუტატმა გააპროტესტა შეფასებები, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ მისამართით ხშირად ისმის. საუბარია შემდეგ შეფასებებზე: „პრორუსულები“, „ქართული ოცნების“ სატელიტები“  და სხვა.

„ის, რაც გიორგი ვოლსკიმ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჩვენ არავის სატელიტები ვართ და არც არავის მითითებებს  ვასრულებთ. ჩვენ გვაქ ჩვენი გზა მათ აქვთ თავიანთი გზა. ჩვენი ამოცანაა ამ ხელისუფლების სახლში გაშვება. ვერ იქნება სატელიტი პარტია, ის პარტია, რომელიც ფიქრობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელისუფლება სახლში გაუშვას“, – განაცხადა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“.  

მსგავსი თემები