“ჩემს არცერთ კითხვას პასუხი არ გაეცით, „ქრისტე აღდგა”-ზე მაინც გეპასუხათ „ჭეშმარიტად-ო“ – კვიციანი მინისტრს

დეპუტატმა ემზარ კვიციანმა უკმაყოფილება გამოხატა, რომ მინისტრმა გახარიამ მის მიერ დასმულ არცერთ კითხვას უპასუხა. პასუხებზე თავის არიდებით განაწყენებულმა კვიციანმა შს მინისტრს კიდევ ერთხელ მიმართა და გააკრიტიკა, რომ მინისტრისგან საპასუხო რეაქცია ვერც აღდგომის დღესასწაულის მილოცვაზე მიიღო.

„ბატონო გიორგი, ძალიან დამწყვიტეთ გული. არცერთ ჩემს შეკითხვას პასუხი არ გაეცით და „ქრისტე აღდგა-ზე“ მაინც გეპასუხათ, ჭეშმარიტად აღდგა-ო. ესე ხომ არ შეიძლება, არა“? – მიმართა, „პატრიორტთა ალიანსის“ წევრმა, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას. კვიციანმა, გიორგი გახარიას კიდევ ერთი კითხვა დაუსვა, რომელიც ყვარლის რაიონში საკუთრების უფლების საკითხს ეხებოდა. „ყვარლის რაიონში ქონება წაართვეს ადამიანს, რომელსაც საბუთები ხელში უჭირავს. მიდიან თქვენი სამმართველოს ხელმძღვანელობასთან განცხადებით და ის ეუბნება, წადით სასამართლოში-ო. რანაირი სამართალია ეს? საბუთები ხელში მიჭირავს. ჩემი მანქანაა თუ ტექნიკაა, სასამართლოში რა მინდა. პოლიციამ რეაგირება არ უნდა მოახდინოს? იქნებ ამაზე მაინც მიპასუხოთ“, – განაცხადა კვიციანმა.

მსგავსი თემები