“ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი, იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება პოლიტიკური სპეკულაციები” – მიხეილ ბატიაშვილი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უკვე ყოფილი მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა.

მიხეილ ბატიაშვილი იმედოვნებს, რომ მის გადადგომას პოლიტიკური სპეკულაციები არ მოჰყვება.

“მინდა გითხრათ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო მინისტრის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი არის პირადი და დიდ იმედს გამოვთქვამ, ამას არ მოჰყვება დამატებითი პოლიტიკური სპეკულაციები. ამასთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მქონდა პრემიერ-მინისტრთან,” – განაცხადა ბატიაშვილმა. 

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, მისი სამომავლო გეგმები საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას უკავშირდება, რომელიც ისევ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას დაეხმარება. 

“მე ვგეგმავ, ჩემი ენერგია უკვე სისტემის გარედან, ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობით კვლავ მოვახმარო მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას. ამ სფეროში ვიყავი წლების განმავლობაში, ამ სფეროში დავრჩები,“ – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა. 

ამასთან, ბატიაშვილი არ აკონკრეტებს, თუ ვინ დაიკავებს მის თანამდებობას. 

მსგავსი თემები