ჩაქვში მატარებელი ტურისტს დაეჯახა

ჩაქვში, მატარებელი ტურისტს დაეჯახა. უკრაინის მოქალაქე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ის პროზექტურაში გადაასვენეს. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ბათუმი-ერევნის რეისის შესრულების დროს მოხდა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275- მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. 

მსგავსი თემები