„შემდგომ ეტაპებზე ეპიდსიტუაციის ზუსტი პროგნოზირება შეუძლებელია, როგორც საქართველოში, ასევე მთლაინად მსოფლიოში“ – მარიამ ჯაში

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში პარლამენტში პრემიერის მისვლას ითხოვს, როგორც ჯაშმა განმარტა გახარია მიუხედავად მათი ორჯერ თხოვნისა ინიციატივას არ გამოეხმაურა.

„ჩვენ არ მოგვეცა საშუალება რომ პრემიერთან ერთად გვესაუბრა როგორც უკვე მიღწეულ წარმატებებზე, ასევე ჩვენი საზოგადოებისათვის დღეს არსებულ ყველაზე მტკივნეულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე.

სამწუხაროდ ასევე სიმართლეა, რომ მიუხედავად ჩვენს მიერ ორჯერ გამოცხადებული ნდობისა – საგანგებო მდგომარეობის განხილვისას პრემიერ მინისტრმა და მინისტრთა კაბინეტმა არც ერთხელ ჩათვალეს საჭიროდ, რომ მოსულიყვნენ პარლამენტში.

სიმართლეა, რომ შემდგომ ეტაპზე ეპიდსიტუაციის ზუსტი პროგნოზი შეუძლებელია, როგორც საქართველოში, ასევე მთლიანად მსოფლიოში. მაგრამ ასევე სიმართლეა, რომ ჩვენ გვჭირდება ეპიდსიტუაციის უკეთესი შეფასება და პროგნოზირება დამატებითი კვლევების ჩატარებით“ – განაცხადა ჯაშმა.

მსგავსი თემები