შსს ოპოზიციას თელავამდე მისასვლელ ალტერნატიულ გზას სთავაზობს

საპატრულო პოლიციისს დეპარტამენტის უფროსის თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ოპოზიციას შეუძლია, თელავში ყვარლის გავლით მოხვდნენ.

 „როცა გადაადგილების სეზღუდვა მოხდა, ჩვენ მათ განვუცხადეთ, ყვარლის გავლით მოხვედრილიყვნენ თელვაში. მათ ეძლევათ საშუალება, რომ გადაადგილდნენ, თუმცა, ისინი მოდიან პროვოკაციაზე და არ სურთ იმ გზით წასვლა, “- განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

ერეკლე მეფის ძეგლის მიმართულებით ვითარება საკმაოდ დაიძაბა. ოპოზიცია გზაზე ჩახერგილი პოლიციის ავტობუსის გადაწევას და სავალი გზის გაგრძელებას ცდილობს. ერეკლე მეფის ძეგლთან მისასვლელი ყველა გზა, სადაც გაერთიანებულ ოპოზიციას აქცია აქვს დაანონსებული, გადაკეტილია. მიმდებარე ტერიტორიაზე შემოვლებულია სპეციალური, უსაფრთხოების ღობე და მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი თემები