შსს მსოფლიო ჩემპიონს ლაშა ბექაურს პოლიციისადმი დაუმორჩილებლოსა და ხულიგნობას ედავება

მსოფლიო ჩემპიონს, ლაშა ბექაურს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება. 

ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით.

შსს-ს ინფორმაციით, მოგვიანებით ბექაური, სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ბექაური სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს. ძიუდოისტი აცხადებს, რომ პოლიციამ მას თბილისში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მსგავსი თემები