შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები საპატრიარქოს დაწესებულებებშიც იმუშავებენ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საპატრიარქოს დაწესებულებების ხელმძღვანელებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების დანიშვნა დაავალა. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ პატრიარქის ბრძანებაშია ნათქვამი.

“1 სექტემბრიდან საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს, შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, დაევალოთ თავის ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნა”, – ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ბრძანებაში. 

1 სექტემბრიდან კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის შრომის უსაფრთხოების მენეჯერის დაქირავება სავალდებულო გახდა. 

საქართველოს ორგანული კანონის მე-2 და მე-7 მუხლების საფუძველზე დამსაქმებელი ვალდებულია შრომის უსაფრთხოების დასაცავად დანიშნოს ან მოიწვიოს სერტიფიცირებული სპეციალისტი. 

მსგავსი თემები