შპს “ნიკორა”-დან 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი ამოიღეს

თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა შპს „ნიკორა“-დან 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი ამოიღეს.

როგორც კომპანია ნიკორამ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, შპს “ნიკორა” არ წარმოადგენს “ნიკორა” ჰოლდინგში შემავალ კომპანიას და მასზე არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

“აღნიშნულ ფაქტს ჩვენთან კავშირი არ აქვს, რაც გავრცელებულ ინტერნეტ გამოცემებშიც არის მითითებული. სტატიებში ნახსენები შპს “ნიკორა” არ წარმოადგენს ნიკორა ჰოლდინგში შემავალ კომპანიას,” – განაცხადა კომპანია ნიკორამ “მედიაცენტრ მთავართან”.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტომ განაცხადა, ორ ბიზნეს ოპერატორთან – შპს „დადუ“-სა და „შპს „ინა“-ში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, შპს „მირო“-ში აღმოჩენილია საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე. აღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.

“აღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად, 1 ტონამდე ხორცი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება. სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას,”- აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მოამზადა მარიამ გელაშვილმა

მსგავსი თემები