„შოა“ – ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული

„ჰოლოკოსტი არ იყო მხოლოდ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ეს იყო ცივილიზებული სამყაროსდიდი ტკივილი, დიდი ჭრილობა, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ მოუშუშებელია“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რუსთაველის თეატრში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ დამსწრეებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველო იმ ქვეყანათა შორისაა, რომელიც პატივს მიაგებს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და თანადგომას გამოხატავს ებრაელი ერის მიმართ.

„დღეს, ებრაული სამყარო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს. ამ დარბაზში იმყოფებიან ის ადამიანები, რომელთა წინაპრებმა საკუთარ თავზე იწვნიეს ჰოლოკოსტის სისასტიკე. საქართველო იმ ქვეყანათა შორისაა, რომელიც პატივს მიაგებს ამ საკაცობრიო ბოროტების მსხვერპლთა ხსოვნას და გამოხატავს თანადგომას მათი შთამომავლების და მთლიანად, ებრაელი ხალხის მიმართ. ჰოლოკოსტი ანუ შოა, როგორც მას ებრაულად უწოდებენ, არ იყო მხოლოდ ებრაელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ეს იყო ცივილიზებული სამყაროს დიდი ტკივილი, დიდი ჭრილობა, რომელიც ბოლომდე ჯერ კიდევ მოუშუშებელია“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმის ცალკეულიგამოვლინებები სწორედ ამ ავადსახსენებელი სენის გამოვლენის გამოძახილია.

მისივე თქმით, დიდი დაცემის შემდეგ, ებრაელმახალხმა ფეხზე დადგომა და მსოფლიოს ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფოს შექმნა შეძლო.

მსგავსი თემები