“შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ, წავალ თბილისში” – მეუფე პეტრე

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მმართველი, მეუფე პეტრე შიომღვიმის მონასტერში გადასვლას არ აპირებს და თბილისში მიდის.

მეუფე პეტრე ამჟამად კომისიას ელოდება, რომელსაც ეპარქიას გადააბარებს, რის შემდეგაც ის თბილისში გაემგზავრება.

“მე ვემორჩილები ამ თუნდაც უსამართლო გადაწყვეტილებას, გადავაბარებ კომისიას ეპარქიას და დავტოვებ ჭყონდიდის ეპარქიას. როგორც მითხრეს ხვალ ჩამოვა ჯგუფი და რამდენი დღე დასჭირდება ამ აღწერას. შიომღვიმეში არ მივდივარ, სავარაუდოდ, წავალ თბილისში. მე როგორც მეუფემ მითხრა, პატრიარქს უთქვამს საკუთარი მოსაზრება – ჯობია წამოვიდესო. კი ბატონო, ვეთანხმები, თუ ჯობია… ამით მე პასუხისმგებლობა მოვიხსენი, რომ არავის ეთქვა და არ დარჩენოდა მრევლს იმის განცდა, რომ მე დავტოვე და წავედი”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

მსგავსი თემები