შიდსის შემთხვევები ისევ  კატასტროფულია

 

2017 წელთან შედარებით, საქართველოში შიდსის შემთხვევები ისევ  ყოველწლიურად მზარდია.  ბოლო მონაცემებით, წელს შიდსის 270 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

„შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის“ ინფორმაციით, არსებული  მდგომარეობით, საქართველოში 7032 შიდსით ინფიცირებული ადამიანი ცხოვრობს.
მათივე ინფორმაციით, სტატისტიკა საგანგაშო და მზარდია.

წელს, 20 მაისს შიდსით გარდაცვლილთა საერთაშორისო დრეს აღნიშნავს. აღნიშნული თარიღი 1983 წლიდან აღინიშნება.  წლევანდელი წლის დევიზია  „გავიაზროთ ჩვენი წარსული და მოვემზადოთ მომავლისთვის“.

რაც შეეხება ვირუსის გადაცემის დღეს,  არსებობს 3 ძირითადი გზა:

დაუცველი სქესობრივი კონტაქტი;

ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიციით – აივ ინფიცირებული ინექციების და სხვა ინვაზიური მანიპულაციებისას არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინტრუმენტების გამოყენებით. ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას ხდება აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით;

ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.

ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოში შიდსის ვირუსის მატარებელი 20 მილიონამდე ადამიანია.  მათი 80% კი სქესობრივი გზით დაინფიცირდა.

მსგავსი თემები